"ოჯახზე და ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი წავიდა უდროოდ“ - გია გაბრიჭიძეს ახლობლები ემშვიდობებიან
ექსპერტი, გია გაბრიჭიძე გარდაიცვალა. უცნობია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.
სოციალურ ქსელში მას ახლობლები ემშვიდობებიან.
"ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას, ნამდვილი ქართველი, ოჯახზე და ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი წავიდა უდროოდ“.
"გია ჩემო უმაგრესო და უწესიერესო ძმაო,არ ვიცი რა დავწერო…რატო ხდება ასე? ყოველთვის დარჩები ჩემს გულში! ღმერთმა მოიხსენოს შენი სული!ამინ“.
"ეჰ გია. არც ვიცი რა ვთქვა იმდენად მტკივნეულია. ვუსამძიმრებ ყველას ოჯახს, ახლობლებს, ვინც უბრალოდ იცნობდა. გიასნაირი ადამიანები იშვიათობაა, მუდამ გვემახსოვრები. ჩემო მეგობარო აცხონოს შენი სული უფალმა“, - წერენ ახლობლები.