"დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა" - ბათუმში 22 წლის გოგა გოგიტიძე გარდაიცვალა
ბათუმში 22 წლის გოგა გოგიტიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში "ემიგრანტების იმედი", შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
"ისევ გლოვობს ჩემი ბათუმი კიდევ ერთ ახალგაზრდას, გარდაიცვალა 22 წლის გოგა გოგიტიძე. საშინელი დილა გათენდა, ცა ჩამოიქცა.
შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.
ეეჰ გული გამიჩერდა.. საშინელება, ენით გამოუთქმელი ტკივილი და უდიდესი ტრაგედიაა... როგორ არ მინდა დავიჯერო, რომ ასეთი ანგელოზები ასე უდროოდ იმკვიდრებენ ადგილს ცათა სასუფეველში... ძალიან სამწუხაროა", - წერს შოთო სიხარულიძე.