თეგებით ძიება

„კიდევ ერთი გულიანი კაცი გამოაკლდა ჩვენს რიგებს...“ - რამ დაამწუხრა კახა კალაძე?

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სამძიმრის წერილს აქვეყნებს:

„თავის ქვეყანაზე შეყვარებული კიდევ ერთი გულიანი კაცი გამოაკლდა ჩვენს რიგებს - ჟურნალისტი, მწერალი, ექსპერტი გია გაბრიჭიძე.

გია მაქსიმალურად იყო ჩართული ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა მიმდინარე პროცესში, როგორც მოქალაქე და როგორც ექსპერტი.

გია გაბრიჭიძე ასევე დააკლდება ჩვენს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს, რომლის განვითარებაში თავისი წვლილი შეჰქონდა. ვიზიარებ გიას ოჯახის წევრების, მეგობრების, ახლობლების გულისტკივილს“,- წერს კახა კალაძე. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა