გია გაბრიჭიძის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია
58 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ჟურნალისტი და ექსპერტი, გია გაბრიჭიძე. როგორც ახლობლები აცხადებენ, ის გულის მწვავე შეტევით საავადმყოფოში გადაყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გია გაბრიჭიძე წლების განმავლობაში მუშაობდა პერიოდულ პრესაში, იყო გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" კორესპონდენტი და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი.