თეგებით ძიება

„უსამართლოდ და უკანონოდ რომაა დაკავებული ისედაც ცხადია“ - რას წერს ნიკა გვარამია იგორ ნარმანიაზე?

“ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე იგორ ნარმანია დიღმის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულს სისხლის სამართლის კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

„ძალიან კარგი ბიჭია Igor Narmania 

არ ვაპირებ იმის გარჩევას, უსამართლოდ და უკანონოდ რომაა დაკავებული - ისედაც ცხადია. მისი გასაოცარი ბაბუის, რომლის სახელიც ქვია, ღირსეული შვილიშვილია და ამ ქვეყნის ნათელი თაობის ნათელი სახე - ესაა მთავარი“ - წერს გვარანია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა