თეგებით ძიება

„არაფერიც არ მომხდარაო. ჩალითაც კი არ არის დახურული ქვეყანა“ - ვახო სანაია

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთი მფლობელის მიშა მშვილდაძის საქმე დახურულად გამოაცხადა. ტელეწამყვანი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს:

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიშა მშვილდაძის საქმეზე მუშაობა დაასრულა და საქმე დახურა. 

არაფერიც არ მომხდარაო. 

ჩალითაც კი არ არის დახურული ქვეყანა“ - წერს სანაია.

ცნობისთვის, ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა