თეგებით ძიება

ერევნის მახლობლად სომხეთისა და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო

სომხეთმა და შეერთებულმა შტატებმა ორშაბათს ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს.  ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. სომხეთ-ამერიკის ერთობლივი წვრთნები მეზობელ აზერბაიჯანთან უკიდურესი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს.

10- დღიან წვრთნებში სახელწოდებით „არწივი პარტნიორი“ მონაწილეობას 85 ამერიკელი და 175 სომეხი ჯარისკაცი მიიღებს. ის მიზნად ისახავს სომხების მომზადებას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მისაღებად. წვრთნა დედაქალაქ ერევნის მახლობლად ორ სასწავლო მოედანზე მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა