თეგებით ძიება

თუ გავითვალისწინებთ მათი გამრავლების ტემპს, საშინელი დემოგრაფიული კატასტროფა გველის - სანდრო ბრეგაძე

მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო რეჟიმი ამოქმედდება.  „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე დარწმუნებულია, რომ მთავრობის გადაწყვეტილება კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება.

„რა უარყოფითი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ჩინეთთან უვიზო მიმოსვლამ ⁉️

—  როგორც ლტოლვილთა და განსახლების - დიასპორების სამინისტროს ყოფილმა ხელმძღვანელმა სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო ‼️

—  დიდი ალბათობით ეს გამოიწვევს ჩინეთის მოქალაქეების მასობრივ მიგრაციას საქართველოში ‼️

—  თავისუფლად შესაძლებელია,რომ რამდენიმე წელში საქართველოში დასახლდეს - ბიზნესი აწარმოოს მილიონზე მეტმა ჩინეთის მოქალაქემ ‼️

—  მილიონი ადამიანი ჩინეთისთვის არაფერია - ერთი საშუალო სოფლის მოსახლეობაა ‼️

—  საქართველოდან ემიგრაციაში წავიდა  მილიონზე მეტი ქართველი - მათ ნაცვლად მილიონი ჩინელის ჩამოსვლა-დასახლება - თუ გავითვალისწინებთ მათი გამრავლების ტემპს - ადვილი წარმოსადგენია თუ რა საშინელი დემოგრაფიული კატასტროფა გველის“ - წერს სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა