პანკისის ხეობის სოფელ დუისში კაცი დაჭრეს
პანკისის ხეობის სოფელ დუისში ერთი პირი დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლამდე ასაკის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობები ქვედა კიდურის არეში აქვს მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, ის ახმეტიდან თელავში, რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.