კატასტროფა დატრიალდა! - ადიდებულმა მდინარემ 2 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა
ქარიშხალმა "დანიელმა" ლიბიაში დამანგრეველი წყალდიდობა გამოიწვია, რომელმაც კაშხლები გაარღვია და რამდენიმე ქალაქში მთელი უბნები წალეკა.
მედიის ინფორმაციით, ლიბიის ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ სტიქიის შედეგად 2 000-მდე ადამიანი დაიღუპა. წყალდიდობამ ყველაზე დიდი ნგრევა ქალაქ დერნაში გამოიწვია, სადაც ათასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება.
დერნა კატასტროფის ზონად გამოცხადდა. აღმოსავლეთ ლიბიის მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის, ესამ აბუ ზერიბის განცხადებით, დერნაში 5 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება.