თეგებით ძიება
12. 09. 2023 მსოფლიო

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 800-ს გადააჭარბა

მაროკოში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 2 862 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობამ კი 2 562-ს მიაღწია.

სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება. მაროკოელ მაშველებსა და მოხალისეებს დახმარებას უწევენ მაშველები ესპანეთიდან, ბრიტანეთიდან, კატარიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს საფრანგეთმა, აშშ-მა, თურქეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ.

ცნობისთვის, მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 8 სექტემბერს, გვიან ღამით, ადგილობრივი დროით 23:11 საათზე, მოხდა.

მიწისძვრამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. ქალაქში მეჩეთი დაზიანდა და რამდენიმე შენობა ჩამოინგრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა