"ნაცები ნაკლებს იპარავდნენ?" - რას წერს ელისო ჯანაშია?
"ნაცები ნაკლებს იპარავდნენ? - თქვა რიგითმა ქოცმა და "წარმატებებიი!", - ამის შესახებ ჟურნალისტი, ელისო ჯანაშია სოციალურ ქსელში წერს.
"ნაცები ნაკლებს იპარავდნენ? - თქვა რიგითმა ქოცმა და "წარმატებებიი!"- მიუკომენტარა პრემიერის გვერდს მორიგჯერ.
მერე მაცივარი გამოაღო და ისევ მიხურა.
მერე იქვე ჩამოკიდებულ ხატებთან პირჯვარი გადაიწერა: ჩემი ბრალია, ამ თვეში რომ პრემია ვერ ავიღე და სხვა სამთავრობო ტროლებმა აიღესო.
აწი აღარ ვიზარმაცებო, დაუდო თავს პირობა და "შენ ამ "ვიდზე" როგორ ბედავ ხმის ამოღებასო"- მიუწერა იქვე ვიღაც აცვენილ "ენჯეოშნიცას".
ბოლო ტრენინგზე ასწავლეს ეს ფრაზა და მაგრად მოეწონა", - წერს ჯანაშია.