არაფერია კარგი იმაში, რომ ნატო-ს აგრესიული ქვეყანა ამიერკავკასიაში შეღწევას ცდილობს - ლავროვი სომხეთ-ამერიკის წვრთნებზე
სომხეთში სომხურ-ამერიკული წვრთნა Eagle Partner დაიწყო.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ წვრთნები მიზნად ისახავს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში აშშ-ის ძალებთან „ოპერატიული თავსებადობის დონის ამაღლებას“ და მოწინავე გამოცდილების გაზიარებას.
ასევე წვრთნები სომხეთის სამშვიდობო ბრიგადას „ნატოს სტანდარტების დაკმაყოფილებაში“დაეხმარება. სწავლებაში, რომელიც 20 სექტემბრამდე გაგრძელდება, 85 ამერიკელი და 175 სომეხი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
მიმდინარე წვრთნებით უკმაყოფილოა კრემლი. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით არაფერია კარგი იმაში, რომ ნატო-ს "აგრესიული ქვეყანა ამიერკავკასიაში შეღწევას ცდილობს".