თეგებით ძიება

7 წლის ბავშვმა პარკში 2,95 კარატიანი ბრილიანტი იპოვა

არკანზასის შტატში 7 წლის ბავშვმა 2,95 კარატიანი ბრილიანტი იპოვა. ის ბრილიანტების სახელმწიფო პარკში მამასთან და ბებიასთან ერთად დაბადების დღეს აღნიშნავდა, როცა მოყავისფრო ძვირფას ქვას გადააწყდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

პარკის ზედამხედველის თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ბრილიანტია, რაც ბოლო წლებში უნახავს. მასვე თუ დავუჯერებთ, პარკის სტუმრების მიერ აღმოჩენილ ბრილიანტებს შორის, ეს სიდიდით მეორეა და მხოლოდ 3,29 კარატიან ბრილიანტს ჩამორჩება. ვიზიტორებს მათივე ნაპოვნი ბრილიანტების დატოვება შეუძლიათ - ძვირფასი ქვა მათი საკუთრება ხდება.

პარკის სტუმრები იქ სწორედ ძვირფასი ქვების საძებნელად მიდიან და ყოველდღიურად ერთი ან ორი მათგანი პოულობს კიდეც. იმის შემდეგ, რაც ფერმერმა ამ ადგილას ბრილიანტები აღმოაჩინა, დღემდე პარკის ტერიტორიაზე 75000-ზე მეტი ძვირფასი ქვა იპოვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა