უკრაინა ე.წ. კონტრშეტევას ატარებს, მაგრამ შედეგი არ არის, იქ მშვიდობა არავის უნდა - ვლადიმერ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის პლენარულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო და სხვა საკითხებთან ერთად უკრაინის კონფლიქტზეც ისაუბრა. ამის შესახებ რუსული პროსამთავრო მედია იტყობინება.
„უკრაინის ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს ომი - წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მოუწევთ პასუხის გაცემა ხალხისთვის“, - თქვა ფორუმზე პუტინმა.
პუტინის მტკიცებით, უკრაინაში მშვიდობა არავის უნდა.
„არავის უნდა მშვიდობა იქ {უკრაინაში} მშვიდობა, რადგან თუ ომი შეჩერდება, მათ მოუწევთ ხალხის წინაშე პასუხის გაცემა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გამო. მე ეჭვი მეპარება, რომ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ რაიმე სახის პროცესი იყოს უკრაინის ეკონომიკის აღდგენის თვალსაზრისით“, - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ კონტრშეტევას შედეგი არ აქვს.
„უკრაინა ახორციელებს ეგრეთ წოდებულ კონტრშეტევას. შედეგი, რა თქმა უნდა, არ არის. არანაირი შედეგი, არის მხოლოდ დანაკარგები. ამ კონტრშეტევის დაწყებიდან უკრაინამ 71,5 ათასი ადამიანი, 543 ტანკი და სხვადასხვა კლასის თითქმის 18 ათასი ჯავშანტექნიკა დაკარგა“, - აცხადებს პუტინი.
შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.