თეგებით ძიება

საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით პოდოლიაკის განცხადება კატეგორიულად მიუღებელი და ყველა თვალსაზრისით გაუმართლებელია - მიხეილ სარჯველაძე

პოდოლიაკის განცხადება კატეგორიულად მიუღებელი და ყველა თვალსაზრისით გაუმართლებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს, ევროპული თანამეგობრობის წევრი გახდეს.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, ასეთი განცხადება არის მტკიცებულება, რომ უკრაინის ხელისუფლებაში არაერთი პოლიტიკოსი ღიად ლობირებს საქართველოში ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას.

„ჩემი აზრით, ეს გახლავთ პირდაპირი მტკიცებულება, უდავო დასტური იმისა, რომ სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლებაში არაერთი პოლიტიკოსი საქართველოს შიგნით პოლიტიკური პროცესებში ღიად ლობირებს ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას. ამ შემთხვევაში, შეგვიძლია, გამოკვეთილად ვთქვათ, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი დღის წესრიგი.

სამწუხაროდ, ოპოზიციის დღის წესრიგია, მაქსიმალურად ხელი შეეშალოს ქვეყანას ევროინტეგრაციის მიმართულებით. მიუხედავად მათი ფასადური განცხადებებისა, რომ ქვეყანას რამენაირად უნდა შევაძლებინოთ, მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი, კულუარებში და ამ ფასადს მიღმა ყველაფერს აკეთებენ, რათა ქვეყანამ წარმატება არ მოიპოვოს, რამენაირად დაშვებული არ იქნას ხელისუფლების წარმატება ამ მიმართულებით. შესაბამისად, პოდოლიაკის განცხადება ერთადერთი ამ მოტივით შეიძლება იყოს განპირობებული, სხვა ახსნა ამას უბრალოდ არ მოეძებნება. სამწუხაროა, მაგრამ პოდოლიაკის განცხადება ბევრი მიზეზით მიუღებელი განცხადებაა. ეს არც ობიექტურად არის მართებული და მეორე მხრივ, კატეგორიულად მიუღებელია, როცა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი  საქართველოსთან დაკავშირებით ასეთ განცხადებებს აკეთებს – აბსოლუტურად განსხვავებული უნდა ყოფილიყო. ასეთი განცხადება ყველა მხრივ, ყველა თვალსაზრისით გაუმართლებელია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა