თეგებით ძიება

გურიაში ადამიანებს უწევთ მდინარის ფეხით გავლა, თავდაცვის სამინისტრომ არ უზრუნველყო დროებითი ხიდი - ლევან ხაბეიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერთან, პაატა მანჯგალაძესთან და ადგილობრივ ლიდერებთან ერთად, „გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში, გურიაში სტიქიის ზონაში იმყოფება.

"სოფელი მოწყვეტილია რაიონულ ცენტრს ათობით ოჯახი და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ოთხი დღის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს შეეძლო აქ, რომ დროებითი ხიდი მოეწყო, რომ ადამიანებს არ ევლოთ მდინარით. პენსიონერები, ბავშვები დადიან ფეხით მდინარეზე, რომ მივიდნენ რაიონულ ცენტრამდე, რათა იყიდონ პირველადი მოხმარების ნივთები. უმძიმესი პრობლემაა სოფელ ჩოჩხათის თემი, რომელიც მოწყვეტილია ჩოჩხათის რაიონულ ცენტრს, ერთადერთი დამაკავშირებელი ხიდი იყო, რომელიც სტიქიამ გაანადგურა სხვა ალტერნატიული გზა არ არსებობს, არის მარტო ეს ხიდი და

უკვე მეხუთე დღეა, რაც ადამიანები ასეთ მდგომარეობაში არიან და ადამიანებს პროდუქტების მოტანა უწევთ მდინარეზე ფეხით გადასვლით. ამ პრობლემების მოგვარება არის ხელისუფლების საქმე და ახლა სრულიად მთავრობა უნდა იყოს მობილიზებული, რომ ამ ათობით ოჯახს პრობლემა არ შეექმნას და არ არ უწევდეთ გადაადგილება. 

ყველამ კარგად ვიცით, რომ თავდაცვის სამინისტროს აქვს დროებითი ხიდის მოწყობის შესაძლებლობა. ადამიანები დარჩენილები არიან პირველადი მოხმარების ნივთების გარეშე, რომ გითხრათ რომ ბევრის შესაძლებლობა გვაქვს - არა, მაგრამ რისი შესაძლებლობაც გვაქვს ამ ადამიანებს მინიმალურად დავეხმარებით, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ეს მათი ფუნქციაა. რამდენიმე წუთის წინ პირდაპირი მნიშვნელობით ჩაგვიქროლეს სამთავრობო ექსპორტით ჩიგოგიძემ, ცხადია დაბურული დიდი ჯიპებით, არც გამოუხედავთ, ისე გაიარეს ეს გადასახვევი, არც დაინტერესებულა გურიის მაჟორიტარი თავის მხევლებთან ერთად. სოფელი მოწყვეტილია რეალობას ,მაგრამ ეს მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. იგივე პრობლემაა სხვათა შორის სოფელ მამათში და მთავრობამ უნდა უზრუნველყოს დროებითი ხიდის გაკეთება“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა