დედასთან მინდა... დედა ცაშია... - 9 წლის ელენე ჩარკვიანის შესრულებამ მაყურებელი აატირა (ვიდეო)
სერიალში "სიყვარულს მიღმა" ელენეს როლს 9 წლის ელენე ჩარკვიანი ასრულებს. ასაკისა და სამსახიობო გამოცდილების არქონის მიუხედავად, მაყურებელზე ზემოქმედების მოხდენა სულაც არ უჭირს. შეუძლებელია, ეკრანს მიღმა გულგრილი დარჩე მისი სიხარულის, დარდის, ცრემლების მიმართ.
ელენეს მონაწილეობით ერთ-ერთმა ეპიზოდმა მაყურებელი აატირა.
სერიალში პატარა გოგოს დედა გარდაეცვლება, სწორედ ეს ეპიზოდია, როცა მამა შვილს დედის ამბავს ამცნობს.