თეგებით ძიება

"ხელვაჩაურის წყლის" ყოფილი დირექტორი ციხეში გარდაიცვალა

შპს "ხელვაჩაურის წყლის" ყოფილი უფროსი, ვლადიმერ მიქელაძე, 11 სექტემბერს ციხეში სასჯელის მოხდის დროს გარდაიცვალა. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

ადვოკატის თქმით, ვლადიმერ მიქელაძე 68 წლის იყო და ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა. 

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, სასამართლო სხდომაზე მიქელაძემ სკანდალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ 520 ათასი ლარიდან ჯამში 288 ათასი ლარი ხელვაჩაურის ყოფილ მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს, ხელზე გადასცა. მისივე თქმით, ბიუჯეტის ფულს ხელვაჩაურის მერიის მაღალჩინოსნები კაბინეტებში, საპირფარეშოებსა და სახლებში ინაწილებდნენ.

მიქელაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის ივლისში 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა