თეგებით ძიება

13-17 სექტემბერს თამარაშვილის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება - მერია

თბილისის მერიის ცნობით, კლდოვანი ფერდობის გამაგრების სამუშაოების გამო, თამარაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა გარკვეული დროით შეიზღუდება.

"კლდოვანი ფერდობის გამაგრების სამუშაოების გამო, 13-17 სექტემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე, თამარაშვილის ქუჩის ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებიდან, ასევე, უნივერსიტეტის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ბაგების დასახლების მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილების გავლით, ზურაბ ავალიშვილის ქუჩაზე", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა