თეგებით ძიება

მაროკოს მეფემ საფრანგეთისგან დახმარების მიღებაზე უარი თქვა

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენიბამ 2 800-ს გადააჭარბა. დაშავებულია 2 562 მოქალაქე. სტიქიამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მარაკეშსა და მიმდებარე რაიონებში დაზარალდა 300 000-ზე მეტი ადამიანი.
მიწისძვრის მძიმე შედეგების მიუხედავად,მაროკოს მეფემ უარი თქვა საფრანგეთისგან დახმარების მიღებაზე. მეფე მუჰამედ VI, რომელიც ცნობილია საფრანგეთის პრეზიდენტთან ცივი ურთიერთობით, საფრანგეთის დახმარების ჯგუფებისა და საფრანგეთის მთავრობის შეთავაზებებს უარყოფს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.
მაროკოს მრავალი ისტორიული საჩივარი აქვს საფრანგეთთან, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოს 1956 წლამდე როგორც კოლონიური ძალა მართავდა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა