თეგებით ძიება

13 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება - ნახეთ მისამართები

კომპანია „თელასის“ განცხადებით, 13 სექტემბერს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. 

შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს: 

ისნის რაიონში

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), გელათის, არარატის, დუშეთის, ალაზნის და არმაზის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლორთქიფანიძის, უნივერსიტეტის და თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ბენდელიანის, სანერგის, დიდი ჯიხაიშის და იმერეთის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის III კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II, III, IV V კვარტლების, ნუცუბიძის, ასათიანის, დელისის, ჟღენტის და ჩხიკვაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, იოსებიძის, შარტავას და იშხნელების ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თინათინის და ფატმანის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიზიყის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა