თეგებით ძიება

მიშა გომიაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

მსახიობ, მიშა გომიაშვილის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა. მას მეგობარი და კოლეგა, ალეკო მახარობლიშვილ იხსენებ.

„ნელ-ნელა ვეგუები იმ აზრს, რომ მიშა აღარ არის, თუმცა ძალიან მიჭირს მიშას გარეშე ცხოვრება; მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვკამათობდით, ბევრს ვბუტიაობდით, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი; ვერ ვპატიობდით პატარ-პატარა შეცდომებს და გადაცდომებს; 

დღე და ღამე ერთად ვიყავით, განსაკუთრებით გადაღების პერიოდში, "ყავას და ლუდის" დროს, დღე და ღამე ერთად ვიყავით, ერთად გვეძინა კიდეც, წასვლას რომ ვერ ვასწრებდით; ადვილად ასატანი ტიპი იყო, მე უფრო რთული ხასიათი მაქვს, ვიდრე მიშას ჰქონდა; რაღაცებს ვერ ვეგუებოდით ერთმანეთისას, მაგრამ მაინც ერთად ვიყავით; 

ერთად მუშაობა არ გვიჭირდა, თავს კარგად ვგრძნობდით და ერთი გამოხედვით ზეპირად ვიცოდით და ვხვდებოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა;

ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და ამას სწორედ მაშინ მივხვდი, როდესაც ის აღარ არის; მე და ზურა ყიფშიძე შეხვედრისას სულ ვიხსენებთ მიშას და მასთან დაკავშირებულ ამბებს; ორივე ვხვდებით, რომ ძალიან გვენატრება და ვხვდებით, რომ ძალიან ადრე იყო მისი ამ ქვეყნიდან წასვლა; 

მესიზმრება ხოლმე, მაგრამ მე ყველა გარდაცვლილი მესიზმრება თუკი ვინმე მყავს, ბებია-ბაბუადან დაწყებული; ღამე გარდაცვლილებთან ერთად ვარ; რომელიმე მიცვალებული რომ არ დამესიზმროს, უფრო განვიცდი, რატომ დამივიწყეს-მეთქი;

მიშა, იმაზე მეტად მიყვარხარ და მენატრები, ვიდრე აქამდე“, - ამბობს მახარობლიშვილი „პრაიმტაიმთან“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა