მე ვიცი, რომ გადავრჩი - ჯორჯ ბუშმა ახლა აღმოაჩინა, რომ 2006 წელს, პუტინთან ვახშამზე ევგენი პრიგოჟინი ემსახურებოდა
Washington Post-ის ცნობით, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტ, ჯორჯ ბუშს პრესკონფერენციაზე პრიგოჟინის გარდაცვალების შესახებ ჰკითხეს.
„შოკში ჩავვარდი, როცა ახლახან ვნახე სანქტ-პეტერბურგში G8-ის სამიტის ფოტო, სადაც აღმოჩნდა, რომ ის იყო ბიჭი, რომელიც საჭმელს მაძლევდა. ის იყო პუტინის მზარეული“ - უპასუხა ჯობრ ბუშმა ჟურნალისტებს.
ფოტოზე ბუში და მისი მეუღლე ლორა სადილობენ ვლადიმირ პუტინთან, რომელსაც თან ახლავს მისი მაშინდელი მეუღლე ლუდმილა.
შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტმა თქვა, რომ არ ახსოვს, როგორ გადაიკვეთა გზები პრიგოჟინთან და დასძინა: „მე მხოლოდ ვიცი, რომ გადავრჩი“.
წყარო: პრაიმტაიმი