თეგებით ძიება

„ტარიელ ღარიბაშვილმა ბორტი #1 ტელეფონით შეუკვეთა სახელმწიფო დაცვის სპეც. სამსახურს? სადაა ოფიციალური მიმართვა?“ - რას წერს ზურაბ ჯაფარძე?

"ტარიელ ღარიბაშვილმა ბორტი #1 ტელეფონით შეუკვეთა სდსს-ს? სადაა ოფიციალური მიმართვა? რატომ არ გაასაჯაროეს?", - ამის შესახებ "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. 

"თვენახევარი დასჭირდება აირზენას რომ საბოლოო ანგარიში მოგვაწოდოსო

ოკ

დავიკიდოთ აირზენა, დაველოდოთ

და ტარიელ ღარიბაშვილმა ბორტი #1 ტელეფონით შეუკვეთა სახელმწიფო დაცვის სპეც. სამსახურს? სადაა ოფიციალური მიმართვა? რატომ არ გაასაჯაროეს გუშინ? დღეს?

ტარიელსა და ბ-ნ ანზორის უწყებას შორის რამე შეთანხმება არ დაიდო? სად არის? აქამდე რატომ არ გასაჯაროვდა?

ბ-ნმა ანზორმა აირზენას ზეპირად დაუკვეთა ფრენა, მიუნხენში პარკინგი და მერე უკან ფრენა? რამე დოკუმენტი არ შედგა? სადაა? რატომ არ ვნახეთ აქამდე?

ნუ, ქეშად რომ მიიტანა 34,000 ევრო ბ-ნ ანზორთან, მანდ კითხვის ნიშნები არ არსებობს, რა შუაშია რომ საბანკო გადარიცხვას ვერ აყალბებენ ძველი თარიღით, უბრალოდ ძველი თაობის კაცია, ქეშით მოძრაობს სულ", - წერს ზურა ჯაფარიძე 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა