„ამ რეცეპტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და სამარხო მენიუს მარგალიტიც მალე გახდება!“ - ნინო კვაჭანტირაძის პურის აჯიკა
ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე, რომელიც ფეისბუქ-სივრცეში საინტერესო ფეისბუქ-პოსტების გარდა, გემრიელი კერძების რეცეპტებითაც ცნობილია, პურის აჯიკის რეცეპტს აქვეყნებს:
„გასულ წელს ამ რეცეპტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ვფიქრობ, სამარხო მენიუს მარგალიტიც მალე გახდება! ესაა შავი პურის აჯიკა, გაგიგონიათ? მე ჩემმა ქობულეთელმა დალი მახარაძემ მასწავლა,ხოოოოდა,
1 ლიტრ კარგ ზეთში ( კახური ზეთი მისწრებაა) ჩავალბე 2 ცალი შავი პური. ვიდრე პური იწოვს ზეთის არომატებს და ბუჟბუჟდება, მე დავახვრიჭინე 1 კილო წითელი, გულგამოცლილი წიწაკა, თითო-თითო დიდი კონა რეჰანი, შაშტრამი(როგორც გურულები ვეძახით) აკატრებული ქინძი, 300 გრამი ნიორი, კარგად გავაშრე და გავატარე ხორცსაკეპში, მერე დავუმატე თითო_თითო ჭიქა უცხო სუნელი და ხმელი ქინძი, მარილი-გემოვნებით 10 ცალი დაფხვნილი ასპირინი(არ შემომახტეთ ანტიასპირინოლოგები, მე ვხმარობ და ჯერ არცერთხელ არ მოვმკვდარვარ) კარგად ავურიე, ახლა 4-5 დღე გავაჩერებ მომინანქრებულ ჭურჭელში, დროდადრო ვურევ და მერე ქილებში ვუკრავ თავს და დაველოდები ცივ ზამთარს და ღორის ხორცს თუ მოვხარშავ, ხომ კარგი, თუ არადა კარტოფილზეც კარგია და კარაქიან პურზეც და ყველაფერზე, განსაკუთრებით მარხვაში.
მოკლედ რაა, უნდა სცადოთ!“ - წერს ნინო კვაჭანტირაძე.