"14 წლის მერე, ხელი მეორედ მთხოვა... ცოლად რომ გავყევი, მაინც შემეშინდა და ვიტირე. ჩვენი ქორწინების წინააღმდეგი იყო ყველა" - ემოციური სიყვარულის ისტორია
"მე რომ მას არ ვუგებდე, ვერავინ დამაძალებდა იმის გაკეთებას, რასაც რუსოს ვუკეთებ. მისთვის ვარ მამა, მეგობარი, ძმა და ბოლოს მეუღლე - ამ სიტყვებით იწყებს 54 წლის მამუკა ჩაჩხიანი საკუთარი დაუჯერებელი და უჩვეულო სიყვარულის ისტორიის მოყოლას.
დიდ დიღომში მცხოვრები მამუკა და რუსო ჩაჩხიანების სიყვარულის ამბავი მართლაც განსაკუთრებულია. წყვილმა ოჯახი 23 წლის წინ შექმნა, მას შემდეგ ბევრი სირთულე გამოიარეს, მათი სიყვარულის წინააღმდეგი უამრავი ადამიანი იყო, თუმცა ყველაფერი გადალახეს და დღემდე მოვიდნენ.
რუსო მე-8 კლასში იყო, როცა ტრავმის შედეგად ხერხემალი დაუზიანდა... გვიყვება, რომ ძალიან აქტიური ბავშვი იყო. დადიოდა ცეკვაზე, სპორტზე. როცა აღმოაჩინა, რომ ტრავმის შედეგად მიღებული დაზიანების გამო ძველებურად ცხოვრებას ვეღარ შეძლებდა, ძალიან გაუჭირდა, ხშირად ჰქონდა დეპრესიული დღეები. მაშ შემდეგ, კი რაც მის ცხოვრებაში მამუკა გამოჩნდა, ყველაფერი შეიცვალა.
27 ივლისი 2023
0
+A
−A
"მე რომ მას არ ვუგებდე, ვერავინ დამაძალებდა იმის გაკეთებას, რასაც რუსოს ვუკეთებ. მისთვის ვარ მამა, მეგობარი, ძმა და ბოლოს მეუღლე - ამ სიტყვებით იწყებს 54 წლის მამუკა ჩაჩხიანი "კვირის პალიტრასთან" საკუთარი დაუჯერებელი და უჩვეულო სიყვარულის ისტორიის მოყოლას.
დიდ დიღომში მცხოვრები მამუკა და რუსო ჩაჩხიანების სიყვარულის ამბავი მართლაც განსაკუთრებულია. წყვილმა ოჯახი 23 წლის წინ შექმნა, მას შემდეგ ბევრი სირთულე გამოიარეს, მათი სიყვარულის წინააღმდეგი უამრავი ადამიანი იყო, თუმცა ყველაფერი გადალახეს და დღემდე მოვიდნენ.
რუსო მე-8 კლასში იყო, როცა ტრავმის შედეგად ხერხემალი დაუზიანდა... გვიყვება, რომ ძალიან აქტიური ბავშვი იყო. დადიოდა ცეკვაზე, სპორტზე. როცა აღმოაჩინა, რომ ტრავმის შედეგად მიღებული დაზიანების გამო ძველებურად ცხოვრებას ვეღარ შეძლებდა, ძალიან გაუჭირდა, ხშირად ჰქონდა დეპრესიული დღეები. მაშ შემდეგ, კი რაც მის ცხოვრებაში მამუკა გამოჩნდა, ყველაფერი შეიცვალა.
"17 წლის ვიყავი, რუსო რომ გავიცანი და ჩვენი ისტორია აქედან იწყება. მას შემდეგ, ბევრმა წყალმა ჩაიარა. პირველად ხელი რომ ვთხოვე, უარი მითხრა. 3 დღეში ვუთხარი, რომ მისი ცოლად მოყვანა მინდოდა. რუსიკოს თავისი პრობლემები ჰქონდა და საერთოდ არ ფიქრობდა გათხოვებაზე. ამის შემდეგ, დაახლოებით, 14 წელი გავიდა, ამ პერიოდში მთელი ევროპა მქონდა შემოვლილი. საქართველოში რომ დავბრუნდი, ღმერთმა ისევ რუსოსთან მიმიყვანა. ღმერთს ვეუბნებოდი, თუ ეს შენგან მოდის, დამეხმარე, მარტო ამხელა ჯვრის ტარებას ვერ შევძლებ-მეთქი. ღმერთი ყველაფერში დაგვეხმარა. ეს სახლი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, კეთილი ადამიანების დახმარებით შევიძინეთ, ყველა ნივთს თავისი სახელი აქვს, ამიტომ ამ სახლს სიყვარულის სახლი დავარქვით", - ამბობს მამუკა ჩაჩხიანი.
მამუკამ რუსოს ხელი 14 წლის შემდეგ, მეორედ სთხოვა და ამჯერად, საყვარელი ქალისგან თანხმობა მიიღო.
"ვიფიქრე, პატარა ბავშვი ხომ არ არის?! როგორ შეიძლება 14 წელი გავიდეს და ისევ შენთან მოვიდეს და კვლავ ხელი გთხოვოს, თან ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანთან. ალბათ, მართლა ვუყვარვარ-მეთქი. ცოლად რომ გავყევი, მაინც შემეშინდა და ვიტირე. ჩვენი ქორწინების წინააღმდეგი იყო ყველა - დედაჩემი, ჩემი ძმა,. მამუკას ოჯახი. ამასაც რომ მივეტოვებინე, რა უნდა მექნა?! საბედნიეროდ, ყველაფერი ცუდი უკან დარჩა და 23 წელია, ერთად ვართ. ყველას ვუსურვებ, რომ ასეთი ბედნიერები იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ", - ამბობს რუსო ჩაჩხიანი "კვირის პალიტრასთან".
წლების შემდეგ, პირველად აქვთ იმედი, რომ რუსო ფეხზე დადგება და ყავარჯნით სიარულს შეძლებს. ამისთვის კი დიდი თანხაა საჭირო და კეთილი ადამიანების დახმარების გარეშე ვერაფერს შეძლებენ.
წყარო - "კვირის პალიტრა"