შოვში, სტიქიის ზონაში, ალინა პოლიკოვსკას ვაჟის გარდაცვალება დადასტურდა
შოვში, სტიქიის ზონაში, ალინა პოლიკოვსკას ვაჟის გარდაცვალება დადასტურდა.
"ბოლოს სტიქიის ზონაში ნაპოვნი ბავშვის ცხედარი ზაზა მესხის ოჯახიდანაა. ის ალინა პოლიკოვსკას შვილია. იდენტიფიცირება დნმ ანალიზით მოხდა, ანალიზის პასუხი უკვე ცნობილია“, - წერს ლაშა ბერულავა.
ამ დროისთვის ნაპოვნი და ამოცნობილია 32 ცხედარი. უგზო უკვლოდ დაკარგულად ითვლება და ამ დრომდე ეძებენ კიდევ ერთ არასრულწლოვანს, ასევე ზაზა მესხის ოჯახიდან.