ლომჯარია რომ გამოგყავს და ამ მართლა „ნაცს“ წარმოაჩენ შუაშისტად, რა თქმა უნდა, წაგებული დარჩები. ვის უნდა წაართვას ლომჯარიამ ხმები? მაქსიმუმ, ხაბეიშვილს წაართვას - ირაკლი კობახიძე
ლომჯარია რომ გამოგყავს და ამ მართლა „ნაცს“ წარმოადგენ შუაშისტად, რა თქმა უნდა, წაგებული დარჩები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„თვითონ ლომჯარიას რომ წარმოაჩენ შუაშისტად, რასაც აკეთებს, აკეთებენ მათი პატრონები, ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტურად უსუსურები არიან დაგეგმვაში. მერე ჩვენზე ბრაზდებიან, რატომ ვიგებთ არჩევნებს, რატომ აგებენ ყოველ ჯერზე „ნაცები“. ლომჯარია რომ გამოგყავს და ამ მართლა „ნაცს“ წარმოადგენ შუაშისტად, რა თქმა უნდა, წაგებული დარჩები. ვის უნდა წაართვას ლომჯარიამ ხმები, მაქსიმუმ ხაბეიშვილს წაართვას, ხომ. შესაბამისად, ისინი მუდმივად ცდებიან დაგეგმვაში. მერე ჩვენზე ბრაზდებიან, როდესაც დიდი უპირატესობით ვიგებთ არჩევნებს. რა თქმა უნდა, შემდეგ არჩევნებსაც დიდი უპირატესობით მოვიგებთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.