თეგებით ძიება

იკვეთება, რომ მიხეილ სააკაშვილის ფრენებზე ბიუჯეტიდან არის დახარჯული თანხა, გამოძიება უნდა დაინტერესდეს - კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა დაინტერესდეს მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისთვის განხორციელებული ფრენებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით.

"არაერთხელ გვსმენია, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, მაღალი თანამდებობის პირების ოჯახებისთვის ბიუჯეტიდან იხარჯებოდა თანხები. პირადად მიხეილ სააკაშვილი ხარჯავდა ბიუჯეტიდან თანხებს საყვარლებისთვის, შვილების სწავლის დაფინანსებისთვის, ბოლო პერიოდში კი გამოიკვეთა, რომ მის ფრენებზეც არის დახარჯული თანხა. ვფიქრობ, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ამით. ყველაფერს უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა