თეგებით ძიება
13. 09. 2023 მსოფლიო

დაღუპულია 5300-ზე მეტი ადამიანი! უმძიმესი ვითარებაა, ყველგან ცხედრებია, ქალაქი თითქმის გაქრა... - რა შემზარავი ინფორმაცია ვრცელდება?

ლიბიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მხოლოდ ერთ ქალაქში, დერნაში 1000-ზე მეტია, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე თქმით, დერნას დიდი ნაწილი, რომლის მოსახლეობა, დაახლოებით, 100 000 ადამიანს შეადგენს, ორი კაშხლისა და ოთხი ხიდის ჩამონგრევის შემდეგ, წყლითაა დაფარული.

„ყველგან ცხედრებია. არ ვაჭარბებ, როცა ვამბობ, რომ ქალაქის 25% გაქრა, ძალიან ბევრი შენობა ჩამოინგრა“, - განუცხადა სააგენტოს ლიბიელმა მაღალჩინოსანმა.

ძლიერი შტორმის შედეგად დატბორილ ქალაქ დერნაში გარდაცვლილთა რიცხვმა 5300-ს გადააჭარბა. 

სამოქალაქო ავიაციის მინისტრის, ჰიშემ აბუ ჩკიუატის განცხადებით, გარდაცვლილთა რიცხვი შეიძლება გაორმაგდეს.

გაეროს ინფორმაციით, სულ მცირე 34 000 ადამიანი უსახლკაროდ არის დარჩენილი, კიდევ 10 000 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა