თეგებით ძიება

ჰანოიში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 56 ადამიანი გარდაიცვალა

ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 56-მდე გაიზარდა, დაშავებულია 37 ადამიანი, – ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ვიეტნამის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ცეცხლი ცხრასართულიან კორპუსში ღამით გაჩნდა, სადაც დაახლოებით 150 ადამიანი ცხოვრობდა.

როგორც მედია წერს, რამდენიმე ადამიანი მძიმე დაზიანებებით ადგილობრივ საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც თავის გადასარჩენად ფანჯრებიდან გადახტნენ.

პოლიციამ დააკავა შენობის მფლობელი, ნგიმ კუანგ მინი, რომელსაც ბრალი ხანძარსაწინააღმდეგო წესების დარღვევაში ედება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა