ნიკერსი - გიგანტი ხარი, რომელიც საკუთარმა წონამ დაკვლას გადაარჩინა
ნიკერსი (Knickers) - გიგანტი ხარია, რომელიც საკუთარმა წონამ დაკვლას გადაარჩინა!
მისი სიმაღლეა 194 სმ; წონა, დაახლოებით, 1400 კგ, ცხოვრობს ავსტრალიაში, მისი პატროინია ავსტრალიელი ფერმერი ჯეფ პერსონი.
ნიკერსი მიიჩნევა თავისი ჯიშის გიგანტურ წარმომადგენლად წარმომადგენელად ავსტრალიაში. სწორედ გიგანტური ზომების გამო ნიკერსი 2018 წელს აუქციონზე ხორცის გადამამუშავებელმა არცერთმა ქარხანამ არ იყიდა - ძალიან რთულია ამხელა მასის დაკვლა.
მას შემდეგ ჯეფ პერსონმა გადაწყვიტა, რომ ნიკერსი დარჩენილ დღეებს ფერმაში გაატარებს, რომელიც პერტის (ქალაქი ავსტრალიის სამხრეთ-დასავლეთში) სამხრეთით, 136 კილომეტრში მდებარეობს.
ნიკერსი რეპროდუქციისთვის არ გამოდგება, რადგან კასტრირებულია, სამაგიეროდ საუკეთესო ლიდერია. ნახირი მას უჯერებს და ყველგან მის კვალს მიჰყვება.
ჯეფ პერსონი, რომელსაც 20 000 სული პირუტყვი ჰყავს, ვარაუდობს, რომ ნიკერსი კიდევ რამდენიმე წელი იცოცხლებს.
წყარო: ფანთაიმი