თეგებით ძიება

თათია შარანგია ჯარჯის შეურიგდა? - რატომ წაშალა ტელეწამყვანმა პოსტი, სადაც ამტკიცებდა, რომ ურთიერთობა დაასრულა?

ტელეწამყვანი, თათია შარანგია და ჯარჯი თორაძე დაშორდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ თავად თათიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

"მე და ჯარჯი დავშორდით. საკუთარი ღირსების ხათრით, დეტალებზე და მიზეზებზე არ ვისაუბრებ, თუმცა თბილისი პატარა ქალაქია და ვთვლი რომ ყველას ჩვენი ადგილი გვაქვს სოციუმში.

თურმე როგორაც არ უნდა ეცადო იყო საუკეთესო, მიძღვნილი მეუღლე მაინც შეიძლება ფსკერზე აღმოჩნდე. ბოდიში გულშემატკივრებს ვისაც ჩემს იმედგაცრუებაზე გული დაწყდება. მთავარია დაცემის შემდეგ ძლიერად წამოდგე ფეხზე და გპირდებით ამაში არ დაგაღალატებთ“, - წერდა თათია შარანგია. 

თუმცა აღნიშნული პოსტი ცნობილი ტელეწამყვანის პროფილზე აღარ იძებნება, რაც იმას ნიშნავს, რომ განცხადება წაშალა. 

შერიგდნენ თუ არა ჯარჯი თორაძე და თათია შარანგია, ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, თათია შარანგია და ჯარჯი თორაძე  მიმდინარე წლის 5 ივნისს დაქორწინდნენ, წყვილი ერთმანეთის შესახებ სოციალურ ქსელში უამრავ თბილ სტატუსებს წერდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა