ვაფრთხილებდი მოსახლეობას „გრძელი კოვიდის“ შესახებ... – რას ამბობს გიორგი ფხაკაძე?
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე მორიგ მიმართვას ავრცელებს საკუთარ ფეისბუკგვერდზე და წერს, რომ ორი წლის წინ, ის პირველი იყო, ვინც მოსახლეობა საჯაროდ გააფრთხილა „გრძელი კოვიდის“ შესახებ.
„14/09/2021 პირველი ვიყავი საქართველოში ვინც საჯაროდ ვაფრთხილებდი მოსახლეობას “გრძელი კოვიდის” შესახებ. სამწუხაროდ მოსახლეობა ცრუ მეცნიერებებს და შარლატან/კლოუნებს აჰყვა და შედეგსაც ვხედავთ.
გრძელი კოვი და პოსტ კოვიდი უკვე გახდა ცალკე “სპეციალიზაცია” და პოსტ კოვიდური კლინიკების მომრავლება ამის დასტურია.
მოუსმინეთ და დაიჯერეთ დარგის დამოუკიდებელ ექსპერტებს (ვიღაცისტები თავად იცით ვინ არიან)“, – წერს გიორგი ფხაკაძე.