თეგებით ძიება

"ასეთი ძვირფასი საჩუქარი ცხოვრებაში არასდროს მიმიღია” - რას წერს ვახო სანაია?

ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში შოვში გადარჩენილი დათო, ლანა, ანა და მარი ჯელაძეების დედის, რუსუდან ხუციშვილის მიერ მისთვის ნაჩუქარი ძვირფასი საჩუქრის ფოტოს აზიარებს.

"ეს ქალბატონი რუსუდან ხუციშვილია – შოვში გადარჩენილი დათო, ლანა, ანა და მარი ჯელაძეების დედა. თავადაც შოვში იმყოფებოდა 3 აგვისტოს, როცა დათომ მაშო გადაარჩინა. ქალბატონი რუსუდანის ოჯახი – 9 წევრი ( შვილები და შვილიშვილები) სასწაულით გადაურჩა სტიქიას.

ქალბატონი რუსუდანის ფესვები აფხაზეთს, სოხუმს უკავშირდება. ცხოვრობდა და ახლაც ცხოვრობს ამბროლაურში, სოფელ ურავში.

ზუსტად 30 წელია, ზამთარ-ზაფხულ შვილებივით უვლის ლიმონის ხეს, რომლის ნერგი სამი ათეული წლის წინ, სოხუმის დაცემის შემდეგ ჩამოუტანეს. იმდენი ხნისაა, რამდენი დროც გავიდა, რაც აფხაზეთიდან გამოგვდევნეს.

ხეს ორი ლიმონი ესხა. მოკრიფა და ორივე ჩემთვის გამოატანა Salome Bokuchava-ს. ალბათ ხვდებით, რას ნიშნავს ეს ჩემთვის. ასეთი ძვირფასი საჩუქარი ცხოვრებაში არასდროს მიმიღია.

ღმერთმა დალოცოს ქალბატონი რუსუდანი და მისი ოჯახი", - წერს ვახო სანაია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა