თეგებით ძიება

ორპირ ქარში ყოფნა არის ძალიან საშიში, გაციება იცის - რას ამბობს ირაკლი კობახიძე?

მე, ზოგადად შემიძლია გითხრათ, შემდეგი - ღია კარში ყოფნა, ამაზე ერთ-ერთი წინა პრეზიდენტი საუბრობდა და ორპირ ქარში ყოფნა არის ძალიან საშიში. მე იმედი მაქვს, რომ ქვეყნის ამ მდგომარეობაში დიდხანს დატოვება ვიღაცის მიზანი არ არის. ორპირმა ქარმა იცის გაციება. შესაბამისად, ეს მდგომარეობა არ არის კარგი და სწორი, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივნის კახა კალაძის განცხადება ნატო-სთან მიმართებით, რომ თუ რაიმეს „ერთი ადგილი აქვთ“ საქართველო ნატო-ში მიღონ.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა, იმის შესახებ, რომ უახლოეს დღეებში, საზოგადოებას საგანგებოდ წარედგინება დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ გრძელდება 12 პუნქტის შესრულება.

„მე საერთოდ არ მინდა ამ ციფრებს ღრმად შევყვე. რეალურად, საბოლოო ჯამში საკითხების წრე მაქსიმალურად დავიწროვდა. ევროკავშირის საელჩო გამოვიდა და სამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომ ისინი აკვირდებიან სამ საკითხს. ჩვენ, ყველაფერთან დაკავშირებით ვმუშაობთ და მეტიც, უახლოეს დღეებში კიდევ უფრო მეტ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას საგანგებოდ წარვუდგენთ იმის შესახებ, თუ როგორ გრძელდება 12 პუნქტის შესრულება. ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება ამ კვირაში, მომავალ კვირაში. ყველანაირად მზად ვიქნებით იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ამისთვის ყველაფერი კეთდება და გაკეთდება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა