ბულგარეთში ნატოს ახალი სამხედრო ბაზა აშენდება
ბულგარეთში ნატოს ახალი სამხედრო ბაზა აშენდება. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, თოდორ ტაგარევმა განაცხადა. ბაზა მოიცავს სამხედრო ყაზარმებს და ტექნიკის შესანახ ობიექტებს. გარდა ამისა, ბაზის გარშემო აშენდება ახალი გზებიც.
"თავდაცვის სამინისტროს აქვს საბიუჯეტო რესურსი პროექტის განსახორციელებლად. ბულგარეთს ასევე აქვს რეგიონის ეკონომიკური და სოციალური განვითარების შესაძლებლობა მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობის დროს. ნატოს ახალ ბაზაზე განთავსებული საბრძოლო ჯგუფი შეასრულებს თავდაცვით ფუნქციებს შესაძლო აგრესიის საფრთხის შემთხვევაში", - აღნიშნა ტაგარევმა.
ნატოს პირველი ბულგარული სამხედრო ბაზის მშენებლობის ღირებულება 51მლნ ევროა და ის ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, იამბოლის რეგიონში განთავსდება. მისი მშენებლობა 2025 წლისთვის უნდა დასრულდეს. ბაზაზე ოფიცრების დიდი ნაწილი იტალიიდან გაიგზავნება.