თეგებით ძიება
14. 09. 2023 მსოფლიო

წყალდიდობის შემდეგ, ლიბიაში ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხეა - დაღუპულთა რაოდენობამ 5 000-ს გადააჭარბა

ლიბიაში გამანადგურებელი წყალდიდობის შემდეგ ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკი იზრდება. ქალაქ დერნაში მაშველები გვამების შესანახი ჩანთების მიწოდებას ითხოვენ. 

"ვშიშობ, რომ ქალაქი დაინფიცირდება ეპიდემიით ნანგრევებში და წყალში ცხედრების დიდი რაოდენობის გამო", - თქვა დერნას მერმა, აბდულმენამ ალ-გაითიმ. 

ინფექციური დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ასობით ადამიანი საერთო სამარხში დაასაფლავეს. დერნას მცხოვრებლები ახალი საველე საავადმყოფოს შექმნას ითხოვენ, რადგან ქალაქში არსებული ორი საავადმყოფო მორგად იქცა.

"ცხედრები ყველგანაა, სახლებში, ქუჩებში, ზღვაში. სადაც არ უნდა წახვიდეთ, იპოვით გარდაცვლილ კაცებს, ქალებს და ბავშვებს",- განუცხადა ბენღაზის დამხმარე მაშველმა ემად ალ-ფალახმა Associated Press-ს. 

ლიბიაში სამაშველო ჯგუფები ჩავიდნენ ეგვიპტიდან, ტუნისიდან არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, თურქეთიდან და კატარიდან. თურქეთი აგზავნის გემს ისეთი აღჭურვილობით, რაც ორი საველე საავადმყოფოსა და 148 სამედიცინო პერსონალისთვის არის საჭირო. დიდმა ბრიტანეთმა 1 მილიონ ფუნტამდე პირველადი დახმარების პაკეტი გამოაცხადა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა