თეგებით ძიება

ყაჩაღობა და თავდასხმა პოლიციელზე - ბათუმში დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

ყაჩაღობა და თავდასხმა პოლიციელზე - ბათუმში დაკავებულს ბრალი ყაჩაღობისა და პოლიციელზე თავდასხმის მუხლებით წარუდგინეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული ხმოვანი პისტოლეტის გამოყენებით, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მოლარე ოპერატორს და დაცვის თანამშრომელს თავს დაესხა და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით 2000 ლარის გატაცება სცადა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, დაკავებული პოლიციელის მოთხოვნას არ დაემორჩილა, ერთ-ერთ თანამშრომელს ხმოვანი პისტოლეტი მხრის არეში ჩაარტყა და გაქცევა სცადა, რა დროსაც პოლიციელების მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა.

ბრალდებული შემთხვევის ადგილზე მისულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, ერთ-ერთ თანამშრომელს ხმოვანი პისტოლეტი მხრის არეში ჩაარტყა და გაქცევა სცადა, რა დროსაც პოლიციელების მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. პოლიციელებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება," - წერია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა