თეგებით ძიება

"ძალიან კარგი ადამიანი აღარ არის“ - ნინო ჯანგირაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ის წერს,  გურამ შახდინაროვი, რომელიც მის ტელევიზიაში მუშაობდა, გარდაიცვალა.

"ძალიან ცუდი ამბავი. ძალიან კარგი ადამიანი აღარ არის. ალბათ აქამდე უნდა მომეყოლა მასზე, მაგრამ რა ვიცი რატომ არ მოვყევი. ჩვენი ტვ ბაბლის გარდა არც არავინ იცნობს. ასეც ხდება, კი, როცა კარგი ადამიანი თავის საქმეს ჩუმად და კარგად აკეთებს და ტაშს არც არავინ უკრავს, თითქოს ასეც უნდა იყოს. ახლა მოგიყვებით მოკლედ: დარწმუნებული ვარ საქართველოში 99.9%–მა არ იცის, რომ მსოფლიოს არაერთ ტელევიზიაში, სხვადასხვა ქვეყანაში საეთეროში დგას მაღალი ხარისხის მიქშერი (ტელევიზიის გული, ასე ვთქვათ, საიდანაც ეთერი გადის), რომელსაც Made in Georgia აწერია. ერთი პატარა ოთახიდან დაიწყო ყველაფერი, რამდენიმე ადამიანმა, 90–იანებში. პირველი მიქშერი ჩვენ შევუკვეთეთ, გზადაგზა ხდებოდა დამუშავება, სრულყოფა. იყო ჩხუბი და ჯაჯღანი ყოველდღე. როგორღაც დამთავრდა. მდიდარი ტელევიზიები სნობური ქედმაღლობით უყურებდნენ ““გურამექსის“ მიქშერს. მსოფლიოს ცნობილი ბრენდები ერჩიათ. თანდათან დაიძლია ბარიერები. ნელნელა ყველა მიხვდა, რომ ჩვენი გურამექსი ჯობდა ბევრი თვალსაზრისით. წამოვიდა შეკვეთები ოხრად. დაიბრენდა, უცხოეთშიც გავიდა,  საერთაშორისო ბაზრობებზე და გამოფენებზე. შემოთავაზებებიც იყო, ყიდვის, ბიზნესის გადატანის, მაგრამ არ ქნა. საქართველოში დარჩა ბოლომდე. ეს ყველაფერი ერთმა ძალიან მაგარმა კაცმა, გურამ შახდინაროვმა გააკეთა. არასოდეს დამავიწყდება ჩვენი ჩხუბები, კარგი მეგობრობა, გვერდში დგომა, ჩვენი ქართულ–სომხური ღადაობების მთელი კომპლექტი, ნაბიჯ–ნაბიჯ მიღწეული წარმატებები და გულშემატკივრობა. გურამ შახდინაროვი, ჩვენი გურამექსი აღარ არის. მშვიდად განისვენე მეგობარო", - წერს ჟურნალისტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა