თეგებით ძიება

როგორ გავზარდოთ კურკიდან ლიმონის ხე?

თუ გსურთ ეს სურნელოვანი და ლამაზი მცენარე თქვენს სახლს ამშვენებდეს, რამდენიმე რჩევა უნდა გაითვალისწინოთ.  ლიმონი, როგორც წესი, ღია ცის ქვეშ, ნიადაგში იზრდება. თუმცა მისი კურკიდან გახარება სახლის პირობებში, ქოთანშიც შეიძლება.

პირველ რიგში, მისთვის თბილი, მზიანი კუთხე უნდა შეარჩიოთ - როგორც წესი , სახლის სამხრეთ ნაწილში. აიღეთ ლიმონის ნედლი, მსხვილი კურკები. დაყარეთ ქაღალდის ხელსახოცზე, დააფარეთ მეორე ხელსახოცი ზემოდან და წყლით კარგად დანამეთ. შემდეგ მოათავსეთ პლასტმასის კონტეინერში და დადგით თბილ ადგილას, დროდადრო შეამოწმეთ, რომ არ გაშრეს და ნესტიანი იყოს, ვიდრე გაღივდება.

გაღივებას, დაახლოებით, 1-2 კვირა სჭირდება. გაღივებული კურკა  გადაიტანეთ ქოთანში, სადაც ნაკელიანი მიწაა მოთავსებული (პროპორციები: აიღეთ სამი 

მუჭა მიწა და ხუთი მუჭა ნაკელი და კარგად აურიეთ)

თითო ქოთანში თითო გაღივებული მარცვალი მოათავსეთ ერთი სანტიმეტრის სიღრმეზე და მორწყეთ. ხშირად არ უნდა მორწყათ, რომ მიწა სულ ნესტიანი იყოს. ქოთანს გამჭვირვალე ცელოფანი დააფარეთ და როცა ლიმონი ფოთოლს გამოიღებს, მოხსენით. ლიმონი ერთი წლის რომ გახდება, მოზრდილ ქოთანში გადარგეთ.

გახსოვდეთ, რომ ლიმონს მზე და ტენი უყვარს, ამიტომ ხშირად მორწყეთ. წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. პულვერიზატორით ასხურეთ ფოთლებზეც. ლიმონს არ უყვარს გამომშრალი ჰაერი, ამიტომ, ზამთრის პერიოდში, დადგით გამათბობელისგან მოშოშრებით, ამასთანავე, შეეცადეთ ოთახში ჰაერი დაატენიანოთ: დადგით წყალი გამათბობელთან, ან დააფინეთ მასზე სველი პირსახოცი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა