თეგებით ძიება
15. 09. 2023 ვიდეო

რა ბიზნესებს ფლობს სანქცირებული ფარცხალაძე რუსეთში? (ვიდეო)

აშშ-ის სახელმწიფო ხაზინის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე მნიშვნელოვან ბიზნეს წილებს ფლობს რუსეთის ფედერაციაში. "მთავარმა არხმა" რუსეთში მის სახელზე რეგისტრირებული სულ მცირე 4 კომპანია აღმოაჩინა. ზოგ შემთხვევაში, ფარცხალაძე კომპანიების 100%-იანი წილის მფლობელია, 2 კომპანიის შემთხვევაში კი იგი წილის 50%-ს ფლობს. 

მის მფლობელობაში არსებული კომპანიების უმეტესობა რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ არის დაფუძნებული. 

მაგალითად, შპს МБК, რომელიც მოსკოვის ცენტრში მდებარეობს, 2022 წლის 10 ნოემბერს არის რეგისტრირებული. ასევე მის მფლობელობაში მყოფი შპს МББ 2022 წლის თებერვალშია რეგისტრირებული. კიდევ ერთი კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 2022 წლის 31 აგვისტო. 

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დოკუმენტში ფარცხალაძის ორ კომპანიაზე არის ყურადღება გამახვილებული. ესენი არიან МББ - მოსკოვის ბიზნეს ბროკერიჯი და МБК - საერთაშორისო ბიზნეს კორპორაცია. 

აღნიშნული ორი კომპანია სანქცირებულია რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში ოპერირებისა ან საქმიანობისთვის და ორივე მათგანი არის რუსეთში დაფუძნებული მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია, რომელთა 50%-ით ფარცხალაძეს ეკუთვნის.

კომპანიების გენერალური დირექტორი კი აირზენას ყოფილი დირექტორი, რომან ბოკერიაა.

როგორც შპს МББ-ს ვებგვერდზე ვკითხულობთ, კომპანია ყიდულობს და ყიდის მზა ბიზნესებს, ასევე ორიენტირებულია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვაზე. მისივე საქმიანობაში შედის ბიზნეს აქტივების მართვა რუსეთში და მის საზღვრებს გარეთ. 

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ფარცხალაძის მიერ კუთვნილ კომპანიებს პარტნიორები ჰყავს სან-ფრანცისკოში, დუბაიში, კოსტა რიკაში და სხვა ქალაქებსა თუ ქვეყნებში. 

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა