თეგებით ძიება

ოქტომბრიდან, სასწრაფო დახმარების ბრიგადის ხელფასი 10%-ით იზრდება

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ხელფასი კვლავ იზრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოქტომბრიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებისა და ცენტრალური სადისპეტჩეროს ხელფასი 10 %-ით გაიზრდება. ცვლილებები თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და მათთვის, ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.

ოქტომბრიდან, გაზრდილ ხელფასს, 4 ათასამდე თანამშრომელი მიიღებს. სასწრაფოს ექიმის ხელფასი, თვეში, საშუალოდ, 8 მორიგეობის შემთხვევაში, 2184 ლარი გახდება, რეფერალის ექიმის - 2536 ლარი, პარამედიკოსის - 2184 ლარი, მოტომედიკოსის - 2184 ლარი, უმცროსი ექიმის - 1800 ლარი, ექთნის- 1664 ლარი, მძღოლის - 1520 ლარი, დისპეტჩერის - 1392 ლარი, ჰოსპიტალიზაციის მენეჯერის - 1648 ლარი, ცვლის უფროსის - 2560 ლარი, ცვლის უფროსის მოადგილის -2128 ლარი, ოპერატორის -1024 ლარი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა