თეგებით ძიება

"სირცხვილია 20 000 ლარად იყიდო შენივე ბრალეულობით გარდაცვლილი ადამიანის სიცოცხლე" - შოვში დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა

"სირცხვილია 20 000 ლარად იყიდო შენივე ბრალეულობით გარდაცვლილი ადამიანის სიცოცხლე" - შოვის ტრაგედიისას დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობა შოვში დაღუპულების ოჯახებს თითოეულ გარდაცვლილზე 20,000 ლარის ფინანსურ დახმარებას გადასცემს. 

"საქართველოს მთავრობა, რამდენად გიღირთ თქვენი შვილის არა თუ სიცოცხლე, ოდნავი უგუნებობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა? ჩემი შვილის და ყველა იქ გარდაცვლილის სიცოცხლე შეუფასებელია...

რად უღირთ ჩვენი შვილების, მეუღლეების, და-ძმების სიცოცხლე ჩვენს უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე პასუხისმგებელ პირებს...სირცხვილია 20 000 ლარად იყიდო შენივე ბრალეულობით გარდაცვლილი ადამიანის სიცოცხლე...", - წერს შოვის ტრაგედიისას დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა და საქართველოს მთავრობას მიმართავს.

ცნობისთვის, დღეს მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა თქვა, რომ "გურიასა და შოვში ოჯახებს თითოეულ გარდაცვლილზე 20 000 ლარის ფინანსური დახმარება გადაეცემა"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა