„განცდა გამიჩნდა, რომ ფარცხალაძე ღარიბაშვილმა “ჩაუშვა” - გია ხუხაშვილი
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის აშშ-ში სანქციების დაწესებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:
“განცდა გამიჩნდა, რომ ფარცხალაძე ღარიბაშვილმა “ჩაუშვა” აშშ-ში ვიზიტის დროს. შვილის ამბავი კი ეფ-ბი-აი-სთან ჩვენების მიცემის კვალის დასაფარად გამოიყენა.ეჭვი მაქვს, რომ მხოლოდ ფარცხალაძეზე არ მიუცია ჩვენება…თქვენ კიდევ რაღაც ფრენაზე ედავებით…” - წერს ხუხაშვილი.