თეგებით ძიება

„ფარცხალაძის დასანქცირებაზე ფართომასშტაბიანი ზიანი ქართულ ოცნებას ჯერ არ მიუღია“ - ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

„ფარცხალაძის დასანქცირებაზე ფართომასშტაბიანი ზიანი ქართულ ოცნებას ჯერ არ მიუღია, ფაქტიურად. საინფორმაციო ბომბი გასკდა ქვეყანაში. გამოვიდა მთავრობა, სრულიად უსუსრი და გაუბედურებული. გადმოაგდო რაღაც პოპულისტური საინფორმაციო ხლაპუშკები და დაასრულა ეთერი. 

და რა? გადაერთო ნახევარი ჩვენგანი ამ საკითხების სრული სერიოზულობით განხილვაზე. მოწონება, კრიტიკა, ძაგება - ნებისმიერი ფორმით ამ სულელურ დისკუსიაში შესვლა არის ოცნების პროპაგანდის ამოცანის (გადაიტანოს ფოკუსი მისი უმძიმესი მარცხიდან) შესრულებაში თანამონაწილეობა. 

ნამდვილად პათოლოგიური მიზიდულობა და ადიქცია გვაქვს ოცნების იდიოტიზმების მიმართ და მათი დღის წესრიგით სიარულზე მეტად არაფერი გვემარტივება და გვეხალისება. 

არა, არა...“ - წერს გვარამია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა