თეგებით ძიება

"ივანიშვილს ფარცხალაძე სულ ფეხებზე ჰკიდია" - გია ხუხაშვილი

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ფარ­ცხა­ლა­ძე სულ ფე­ხებ­ზე ჰკი­დია. ის იდარ­დებს თა­ვის თავ­ზე, ზუს­ტად იმა­ზე, რომ მის­თვის არის ეს გზავ­ნი­ლი გან­კუთ­ვნი­ლი - პირ­და­პირ მას­ზე არის ისა­რი უკვე მი­მარ­თუ­ლი და შე­იძ­ლე­ბა შემ­დე­გი არც არა­ვინ არ იყოს და ყვე­ლა­ფერს პირ­და­პირ და­ერ­ქვას თა­ვი­სი სა­ხე­ლი, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა, გია ხუ­ხაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის და­სან­ქცი­რე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

პო­ლი­ტო­ლო­გი აღ­ნიშ­ნავს, რომ ვერ ხე­დავს სა­ფუძ­ველს, თუ რის სა­ფუძ­ველ­ზე არ უნდა ჰქონ­დეს ფარ­ცხა­ლა­ძეს ისე­თი­ვე გავ­ლე­ნა, რაც გა­სულ წლებ­ში, რად­გან, მი­სი­ვე თქმით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ფარ­ცხა­ლა­ძეს­თან კონ­ფლიქ­ტი არ ჰქო­ნია.

კი­თხვა­ზე, თუ ვინ შე­იძ­ლე­ბა მოხ­ვდეს სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­ში, ხუ­ხაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­უ­ბა­რია 2-3 ადა­მი­ან­ზე, თუმ­ცა ის კონ­კრე­ტულ გვა­რებს არ ასა­ხე­ლებს. 

ის ასე­ვე, აღ­ნიშ­ნავს, რომ შე­საძ­ლოა, შემ­დე­გი არც არა­ვინ იყოს და "ყვე­ლა­ფერს პირ­და­პირ და­ერ­ქვას თა­ვი­სი სა­ხე­ლი“.

"მე შე­მიძ­ლია საკ­მა­ოდ დიდი სია გა­ვა­კე­თო, მაგ­რამ პრინ­ციპ­ში დიდი აღარ იქ­ნე­ბა, იმი­ტომ, რომ უკვე ისე ახ­ლოს მი­ვი­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, 2-3 კა­ცია უკვე დარ­ჩე­ნი­ლი ხომ?! ჭო­რა­ო­ბას ხომ ვერ და­ვი­წყებ და გვა­რე­ბის და­სა­ხე­ლე­ბას. მთა­ვა­რი არ არის ვინ იქ­ნე­ბა შემ­დე­გი. ფაქ­ტია, რომ ეს არის გაფრ­თხი­ლე­ბაც, ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, პირ­და­პირ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის, იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან და­ვიწ­როვ­და ეს წრე,“ - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, პო­ლი­ტო­ლო­გი აღ­ნიშ­ნავს, რომ ქარ­თულ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის და­სან­ქცი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­მარ­ტე­ბა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა უნდა და­ი­წყოს.

"სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ეს სა­მო­ტი­ვა­ციო ნა­წი­ლი საკ­მა­რი­სი სა­ფუძ­ვე­ლია, რომ ქარ­თულ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა შე­სა­ბა­მი­სი გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყოს. გა­მო­ი­თხო­ვონ თუნ­დაც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, იმი­ტომ, რომ ბრალ­დე­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა. რო­დე­საც სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ ის თა­ნამ­შრომ­ლობს ჩვენ­თვის მტრუ­ლი ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან, ბუ­ნებ­რი­ვია, ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხზე ვსა­უბ­რობთ აქ და სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა უნდა გა­მო­ი­თხო­ვონ შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცია და უნდა მის­ცეს საქ­მეს მსვლე­ლო­ბა. სა­ბო­ლო ჯამ­ში, რა­ღაც შე­დე­გი უნდა დად­გეს, ან უნდა გამ­ტყუნ­დეს და შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი, ან უნდა თქვან, რომ სხვა რა­მეს­თან გვაქვს საქ­მე,“ - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, აშშ-მა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ მთა­ვარ პრო­კუ­რორს, ოთარ-ფარ­ცხა­ლა­ძეს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა