დაღუპულთა რაოდენობა 11 300-მდე გაიზარდა - სად მოხდა სტიქია?
ლიბიაში ქარიშხლისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 11 300-მდეა გაზრდილი. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება დაახლოებით 10 000 ადამიანი. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილის ხელისუფლების ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა მომდევნო დღეებში შესაძლოა, 20 000-მდე გაიზარდოს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, სტიქიამ ლიბიის მილიონამდე მოქალაქე დააზარალა.