"აცრემლილი თვალებით და ვცდილობ, ნელა ვიარო..." - რას იხსენებს ელისო ჯანაშია?
ჟურნალისტი, ელისო ჯანაშია სოციალურ ქსელში წარსულს იხსენებს.
"როცა ტირილს ვიწყებ ან ცუდად ვარ, გვერდით მომიჯდება, ნეტა, მართლა ესმის რამეო? ჩემი იმედი აქვს და მე მისიო.
ასე ვტოვებთ ხოლმე ანას ბებიას სოფლის და ქუჩიდან შეფარებული ბათას იმედად.
გული მიმძიმდება წამოსვლისას, აწყლიანებულ თვალებში ჩახედვას ვერ ვახერხებ, თან არ უნდა იტიროს, ანას უფრთხილდება, არ ინერვიულოსო.
აწი როდის ჩამოხვალთ? - კითხვაზე, პასუხი არასოდეს მაქვს ზუსტი. როგორც კი მოვახერხებ, თამრო.
მერე მანქანის სარკიდან, სანამ თვალს არ მიეფარება ჭიშკართან მჯდომი შვილმკვდარი შავოსანი ქალი, რომლის კალთაში ძაღლს მორჩილად აქვს თავი დადებული მოსაფერებლად, გზას კარგად ვერ ვხედავ აცრემლილი თვალებით და ვცდილობ, ნელა ვიარო...
მე და ანა ცოტა ხანს ვდუმვართ...
ორივე ერთიდაიმავეზე ვფიქრობთ. მაგრამ ბათა მაინც ხომ ყავს, მერე ცოტათი თავს ვიმშვიდებთ და ყოველდღიურ რუტინას ვუერთდებით მორიგ ჩასვლამდე...", - წერს ჯანაშია.